რუსეთი ირანს თანამედროვე თანამგზავრ-ჯაშუშს მიჰყიდის

რუსეთი აპირებს ირანს თანამედროვე თანამგზავრი-ჯაშუში მიჰყიდოს. შეთანხმება უახლოეს თვეებში დასრულდება – “ვაშინგტონ პოსტმა” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით 10 ივნისს გაავრცელა.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, თანამგზავრი Kanopus-V ,მაღალი რეზოლუციის კამერით, მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ირანის შეიარაღებულ ძალებს მონიტორინგის სფეროში.

ეს აპარატი, შესაძლებელია, ძალიან მალე რუსეთის ტერიტორიიდან გაუშვან. ოფიციალურად Kanopus-V სამოქალაქო თანამგზავრია, თუმცა, გამოცემის თანახმად, მოსკოვთან მოლაპარაკებებში ირანის არმიისა და ისლამური რევოლუციის კორპუსის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, რომლებიც ამ მიზნით არა ერთხელ იყვნენ მოსკოვში.

Kanopus-V-ს მეშვეობით ირანს შესაძლებლობა ექნება ისრაელში განთავსებულ ობიექტებს ფოტოები გადაუღოს, ან ერაყში ამერიკული ჯარის ნაწილების გადაადგილებას თვალყური ადევნოს. გარდა ამისა, რუსეთმა და ირანმა ადრე არა ერთხელ განაცხადეს კოსმოსის ერთობლივად ათვისების შესახებ – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიჰაიკო მასმა “დიდ შვიდეულს” მოუწოდა მოსკოვს და პეკინს საკუთარი ერთიანობა აჩვენონ
შემდეგი სტატიაზარქუა აქტივისტებზე: ყურადღების მიქცევის იაფფასიანი მცდელობა