გვარამია – მთავარი სათქმელი აქ იყო შედით და პროპორციული ძალა გამოიყენეთო

ტვ პირველის გარშემო მიმდინარე მოვლენებს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი მედიაზე ზეწოლად და დაშინების მცდელობად აფასებს:

პროკურატურის მოთხოვნას ტვ პირველის მიმართ, აღარ ქვია აღარც პროკურატურის და აღარც მოთხვნა.

1. პროკურატურას უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ მასალა, რადგან ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურის ვალდებულებაა დანაშაულზე რეაგირება

2. სრული კრეტინიზმია რარაც კონკრეტული ჩიპის მოტხოვნა და რაღაც კონვერტის. 2 მიზეზით: ეს შეიცავს წყაროს კონფიდენციალობის დარღვევის რისკებს, რაც აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული (“წყაროს დასახელება” ფართოდ განიმარტება და მარტო მის სახელის და გვარის არგათქმას არ გულისხმობს, არამედ ნებისმიერი დეტალის, რამაც მისი იდენტიფიკაცია შეიძლება გამოიწყვიოს). ამას გარდა, იქნებ ეგრევე განადგურდა ის ფლეშკაც და კონვერტიც, რა სისულელეებს ბოდავენ?

3. ზემოთ თქმული იმდენად შინაარსსგამოცლილია სამართლებრივადაც და ლოგიკურადაც, რომ შეუძლებელია დაშინების გარდა რამე სხვა მიზანს მოიცავდეს. მთავარი სათქმელი აქ იყო შედით და პროპორციული ძალა გამოიყენეთო. რაც ასევე იმდენად დიდი ბოდვაა და საკუტრივ პროკურატურას და ხელისულფებას იმდენად აზიანებს, რომ ერთადერთ რამე მოიცავს – არხის და ამის შემხედვარე სხვა ოპოზიციური არხების დაშინებას.” წერს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიმარკ კლეიტონი – საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და ჩიხიდან გამოსვლაზე მუშაობა მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიადავით მათიკაშვილი – პირველ რიგში, ტელევიზია უნდა იყოს დაინტერესებული გამოძიებით