მარკ კლეიტონი – საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და ჩიხიდან გამოსვლაზე მუშაობა მნიშვნელოვანია

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს.

როგორც მარკ კლეიტონი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, არსებული გამოწვევების პირობებში, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და ჩიხიდან გამოსვლაზე მუშაობა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმები გაგრძელდეს.

„კარგი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. არსებული გამოწვევების პირობებში, მნიშვნელოვანია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და საქართველოსთან ერთად ჩიხიდან გამოსვლაზე მუშაობა, ასევე, პოლიტიკური რეფორმების გაგრძელება“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ტელევიზიაში შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიაგვარამია – მთავარი სათქმელი აქ იყო შედით და პროპორციული ძალა გამოიყენეთო