გუშინ კურორტ გომისმთაზე მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დამსვენებლების ავტომანქანები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა

“გუშინ კურორტ გომისმთაზე მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დამსვენებლების ავტომანქანები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მწყობრიდანაა გამოსული სასმელი წყლის მილები, რის გამოც, დამსვენებლებს დაბის ცენტრალურ ნაწილში წყალი არ მიეწოდება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა მერის დავალებით სათავე ნაგებობების აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყეს. ამ დროისთვის, კურორტზე ძლიერი ნისლია”-ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

banner
წინა სტატიაშიტესლას წმინდა მოგებამ პირველ კვარტალში 1 მილიარდი დოლარი შეადგინა
შემდეგი სტატიაბაიდენმა ერაყში აშშ-ს მისიის დასრულების შესახებ განაცხადა