ბაიდენმა ერაყში აშშ-ს მისიის დასრულების შესახებ განაცხადა

შეერთებული შტატები მიმდინარე წლის ბოლოს სამხედრო მისიას დაასრულებს ერაყში – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა ორშაბათს, 26 ივლისს ერაყის პრემიერ-მინისტრთან მუსტაფა ალ-კაზიმთან შეხვედრისას. ბაიდენის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების “ახალი ფაზა” დაიწყება.
ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის თანამშრომლობა და ტერორიზმთან ბრძოლა გაგრძელდება – ამერიკის ლიდერმა აღნიშნა. “ერაყში ჩვენი როლი იმაში იქნება, რომ ვიყოთ ადგილზე და ერაყელ სამხედროებს წვრთნები ჩავუტაროთ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლაში დავეხმაროთ” – ჟურნალისტებს განუცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ამდაგვარად, აშშ-ს ახალი გეგმა ერაყიდან სამხედრო პირების მასობრივ გაყვანას არ გულისხმობს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგუშინ კურორტ გომისმთაზე მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დამსვენებლების ავტომანქანები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა
შემდეგი სტატიაადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა