ტესლას წმინდა მოგებამ პირველ კვარტალში 1 მილიარდი დოლარი შეადგინა

ამერიკული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის “ტესლას” ერთი კვარტალის მოგებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 1,14 მილიარდი დოლარი (966 მილიონი ევრო) კომპანიამ 1 აპრილიდან 30 ივნისის პერიოდში გამოიმუშავა – “ტესლას” მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც 26 ივლისს გამოქვეყნდა. 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით მოგება 10-ჯერ მეტია – კომპანია აცხადებს.

გარდა ამისა, მეორე კვარტალში კომპანიამ ელექტრომობილების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა, მან დამკვეთებს 201 304 მანქანა მიაწოდა, რაც 206 421-ით მეტია, შარშან იმავე პერიოდთან მიმართებაში.
კომპანიამ ბერლინთან გიგაფაბრიკის მშენებლობის წარმატებით მიმდინარეობის შესახებაც გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიპირველი აგვისტოდან გლდანისა და სამგორის რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება
შემდეგი სტატიაგუშინ კურორტ გომისმთაზე მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დამსვენებლების ავტომანქანები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა