გორის სამხედრო ჰოსპიტლში მყოფი პირებიდან ლუგარის ლაბორატორიაში არც ერთი სინჯის გაგზავნა არ გამხდარა საჭირო

გორის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 55 მოქალაქე იმყოფება, საიდანაც 51 საქართველოს მოქალაქეა, ოთხი კი უცხო ქვეყნის. საქართველოს მოქალაქეებს შორის 12 სამხედრო მოსამსახურეა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დრომდე საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

გუშინ ჰოსპიტალში მყოფი პირებიდან ლუგარის ლაბორატორიაში არც ერთი სინჯის გაგზავნა არ გამხდარა საჭირო. დღეს კი, საკარანტინე ზონას დატოვებს სამი პირი, აქედან ორი სამხედრო მოსამსახურე და ერთი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიპარიზი-საქართველოს რეისის ერთ-ერთი მგზავრი თბილისის ინფექციურში გადაჰყავთ
შემდეგი სტატიასაჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია