გურჯაანის მუნიციპალიტეტში მსუბუქი მანქანა დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მსუბუქი მანქანა დაიწვა. შემთხვევა სოფელ კარდენახში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომობილს ცეცხლი გადაადგილების დროს გაუჩნდა.

შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მძღოლმა, რომელიც ავტომობილს მართავდა, გადმოსვლა მოასწრო.
ადგილზე სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიოხანაშვილი: სააკაშვილის მხარდამჭერებზე ნეგატიურად აისახება ის, რომ მათი კერპი ასე მხდალად შემოიპარა საქართველოში
შემდეგი სტატიაიონათამიშვილი: იმდენად სამარცხვინოა ამ კონკრეტულ საქმეზე სააკაშვილის შემოპარვის გზა, რომ როგორც ჩანს, თავს არიდებს დაესწროს სასამართლოს