იონათამიშვილი: იმდენად სამარცხვინოა ამ კონკრეტულ საქმეზე სააკაშვილის შემოპარვის გზა, რომ როგორც ჩანს, თავს არიდებს დაესწროს სასამართლოს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის თქმით, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი ხვალ სასამართლო პროცესზე დასწრებას თავს არიდებს.

მისი თქმით, ის, რომ სააკაშვილს წნევა აქვს და ცუდად არის, მიზეზია იმისათვის, რომ თავი აარიდოს პასუხების გაცემას საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე.

„იმდენად სამარცხვინოა ამ კონკრეტულ საქმეზე მისი შემოპარვის გზა, რომ როგორც ჩანს, თავს არიდებს დაესწროს სასამართლოს. ის, რომ სააკაშვილს წნევა აქვს და ცუდად არის, ეს არის მიზეზი იმისათვის, რომ თავი აარიდოს პასუხების გაცემას ამ საქმეზე. მიხეილ სააკაშვილი ამ საქმეშიც რომ დამნაშავეა, ეს კარგად იციან მისმა იმ მხარდამჭერებმა, რომლებსაც ის საკუთარ ბელადად და დამფუძნებელ მამად მიაჩნიათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის მუნიციპალიტეტში მსუბუქი მანქანა დაიწვა
შემდეგი სტატიაექიმი სააკაშვილზე: მკურნალობისთვის საჭიროა მეტი ღონისძიება, რომლის შესაძლებლობაც ამ ჰოსპიტალში არაა