ოხანაშვილი: სააკაშვილის მხარდამჭერებზე ნეგატიურად აისახება ის, რომ მათი კერპი ასე მხდალად შემოიპარა საქართველოში

სააკაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა ჯერ უკრაინის საზღვარი და შემდგომ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„როგორც ჩანს, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება მათზე. ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება სააკაშვილის მხარდამჭერებზე, რადგან მათი კერპი ასე მხდალად და ასე დანაშაულის ჩადენით შემოიპარა საქართევლოში და რაფერი აქვთ სათქმელი. აჟიოტაჟი, რაც მათ ჰქონდათ გაჩაღებული, რომ თითქოს სააკაშვილის უფლებებს ვიღაც ლახავდა, არ აძლევდნენ სასამართლოზე დასწრების უფლებას და ა.შ. ესეც აღარ აქვთ. ამიტომ არანაირი საფუძველი აღარ აქვთ მათ რაიმე ტიპის მანიპულაციის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“სამწუხაროდ, როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა”
შემდეგი სტატიაგურჯაანის მუნიციპალიტეტში მსუბუქი მანქანა დაიწვა