გულში დაჭრილმა მებრძოლმა 2 დღე ტყეში იარა – უკრაინელმა ექიმებმა 20 წლის ახალგაზრდა გადაარჩინეს

კიევში, ფეოფანიას საავადმყოფოს ექიმებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს. გულის გაჩერების გარეშე, გულიდან ტყვია ამოიღეს და 20 წლის უკრაინელი ჯარისკაცი, ვლადიმერ გორდიენკო გადაარჩინეს. ოპერაციამ იმდენად წარმატებით ჩაიარა.
გორდიენკო რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომში მოხალისედ წავიდა. 3 მარტს, ის და მისი ორი ძმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის ერთ-ერთ სოფელში დაატყვევეს. 9 საათიანი ტყვეობისა და დაკითხვების შემდეგ კი უთხრეს, რომ ჩამსხდარიყვნენ მანქანაში და წასულიყვნენ. როცა ძმები წავიდნენ, ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ვლადიმირმა მოახერხა მანქანიდან გადახტომა და გაქცევა.
ამის შემდეგ, დაჭრილმა ახალგაზრდამ ტყეში, ჟიტომირის მიმართულებით, 2 დღე იარა.

banner
წინა სტატიაშიმედიის ცნობით, კრემლი ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიათუ დელეგაციაში არ იქნება ყველა ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი, მაშინ ოპოზიცია საერთოდ არ იქნება – ვაშაძე