თუ დელეგაციაში არ იქნება ყველა ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი, მაშინ ოპოზიცია საერთოდ არ იქნება – ვაშაძე

თუ დელეგაციაში არ იქნება ყველა ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი, მაშინ, როგორც ვიცი, ოპოზიცია საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი და იმედი მაქვს, ამ პოზიციას დაიცავს ყველა ოპოზიციური პარტია , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თავად ამ პოზიციას, რომ დელეგაციაში ყველა იყოს წარმოდგენილი, ბოლომდე დაიცავს.

“დელეგაცია უნდა იყოს ერთიანი, არანაირი გამონაკლისები და „ვინც მინდა იმას ჩავსვამ“ დელეგაციაში, “ქართულ ოცნებას” ამის უფლება არ აქვს, ამ პოზიციას დავიცავ ბოლომდე. იმედი მაქვს, ყველა ოპოზიციური პარტია დაიცავს იმ პოზიციას რაც ვთქვით და არ იქნება ცვლილება სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. ერთიანობამ მოიტანა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა ბუჩაში წასვლა. მნიშვნელოვანია განხორციელდეს საპარლამენტო ვიზიტი და არა რომელიმე პარტიის. მე უკრაინაში სიარული არ მიჭირს, თუ ამ დელეგაციაში არ იქნება ყველა ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი, მაშინ, როგორც ვიცი, ოპოზიცია საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი და იმედი მაქვს, ამ პოზიციას დაიცავს ყველა ოპოზიციური პარტია”, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგულში დაჭრილმა მებრძოლმა 2 დღე ტყეში იარა – უკრაინელმა ექიმებმა 20 წლის ახალგაზრდა გადაარჩინეს
შემდეგი სტატიაკრემლში მედვედჩუკის ბედს თვალყურს ვადევნებთ და ამისკენ ევროპელ პოლიტიკოსებსაც მოვუწოდებთ – პესკოვი