გულორდავა ამომრჩეველს: ხალხს სჭირდება საქმეზე ორიენტირებული გუნდი უკეთესი ცხოვრებისთვის

“ქართული ოცნების” წალენჯიხის მერობის კანდიდატი, გოგა გულორდავა ამომრჩეველს მიმართავს და აცხადებს, რომ გამარჯვების გაფორმება მნიშვნელოვანია მშვიდობიან და აგრესიისგან დაცლილ გარემოში მოხდეს.

„ცალსახაა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ხელცარიელ და რევანშზე ორიენტირებულ ადამიანებს მხარს არავინ უჭერს. ხალხს სჭირდება საქმეზე ორიენტირებული გუნდი უკეთესი ცხოვრებისთვის. ეს კარგად ჩანს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაგალითზეც. აჯობებს, შეწყვიტონ სიძულვილის ენისა და აგრესიის გამოყენება კამპანიაში. მესმის, რომ დამარცხების აღიარება ადვილი არ არის, მაგრამ მოუწევთ დანებდნენ ხალხის ნებას“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

გულორდავას თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს შეამზადოს ნიადაგი დესტაბილიზაციისთვის. მისი თქმით, ამ გზით, ოპოზიცია ცდილობს გადაფაროს თავისი პოლიტიკური მარცხი, რომელიც გარდაუვლად დადგება 30 ოქტომბერს.

banner
წინა სტატიაშიკორძაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბრძოლით აღსავსე
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო: ქართველმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერთობლივი წვრთნებითა და ბრძოლით ჩამოაყალიბეს ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის საფუძველი