კორძაია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბრძოლით აღსავსე

მიხეილ სააკაშვილი სრულ მზაობას გამოხატავს, საქართველოს მოქალაქეებს დაუჭიროს მხარი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის დამარცხება საქართველოში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეების და პოლიტიკოსების ბრძოლა თავის შედეგებს აჩვენებს.

“ცხადი და ნათელია, რომ ის არის ბრძოლით აღსავსე. თვლის, რომ ეს ბრძოლა ოპოზიციამ ყველა შემთხვევაში უნდა მოიგოს. სრულ მზაობას გამოხატავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუჭიროს მხარი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის დამარცხება საქართველოში. ჩვენი მოქალაქეების და პოლიტიკოსების ბრძოლა თავის შედეგებს აჩვენებს, ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტარების და მსოფლიო პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება, რომლითაც მიმართავენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს და მოითხოვენ სათანადო რეაგირებას. დემოკრატიულ სამყაროში არავის არ სჯერა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არის დამოუკიდებელი.

ხელისუფლება აგონიაშია, ჩვენ ვხედავთ, რომ აგრძელებენ უღირს კამპანიას, რომელიც აწყობილია ნეგატივზე და მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო კლიპების მომზადებაში, მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არ უნდა ჰქონდეთ. ცხადია, რომ ხელისუფლებას ძალიან ეშინია ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის”, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია: რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს, ეს ინფორმაციები მოხვედრილი ხომ არ არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში?
შემდეგი სტატიაგულორდავა ამომრჩეველს: ხალხს სჭირდება საქმეზე ორიენტირებული გუნდი უკეთესი ცხოვრებისთვის