გორში „ალტაოქეის“ მაღაზია გაქურდეს

გორში „ალტაოქეის“ მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მაღაზიიდან წაღებულია რამდენიმე მოდელის მობილური ტელეფონი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევას გულისხმობს, რამაც ზარალი გამოიწვია.

მუხლი 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
შემდეგი სტატიავემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ ყველამ ერთად