ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ ყველამ ერთად

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2019 15:37

ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ ყველამ ერთად

“ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ ყველამ ერთად,”- ამ სიტყვებით მიმართა პარტია “ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ სასტუმრო ბილტმორში შეკრებილ საზოგადოებას. ამ წუთებშიი იქ პარტიის ყრილობა იმართება. ვაშაძემ თანაგუნდელებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და პოლიტიკური პლატფორის შესახებ ისაუბრა.

„დღეს, აბსოლუტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ვემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ ყველამ ერთად იმიტომ, რომ ჩვენსკენ არის სიმართლე, ჩვენსკენ არის ის ხედვა, რომელიც საქართველოს სჭირდება და ჩვენსკენ არის გაერთიანების, ერთად დგომის და დაპირისპირებაზე, ლანძღვა-გინებაზე უარის თქმის იდეა,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ საზოგადოებას „ახალი საქართველოს“ იდეოლოგიებისა და მიზნების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გუნდი სამომავლოდ მუშაობას აპირებს. ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ განსაკუთრებალ ხაზი გაერთიანებას გაუსვა და აღნიშნა, რომ ერთად დგომა ერთადერთი გამოსავალია.

„ჩვენი გაერთიანება თავიდანვე ეფუძნებოდა სამ მნიშვნელოვან პრინციპის. პირველი ეს არის გავუხსნათ გზა ახალ ადამიანებს პოლიტიკაში, პოლიტიკას სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ადამიანები, რომლებიც უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ქვეყნის განვითარების პროცესში. მეორეს, ეს არის უარი ვთქვით დაპირისპირებაზე და მაქსიმალური კონცენტრაცია გავაკეთოთ იმ გასაკეთებელ საქმეზე, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. მომავალი, მომავალში გასაკეთებელი, როგორ ვაპირებთ, რანაირად გავაკეთებთ. და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი – გაერთიანება, გაერთიანება და კიდევ ერთხელ გაერთიანება. ერთად დგომა არის ერთადერთი გამოსავალი და სწორედ, ძალა მართლაც ერთობაშია და ამ გზით მივდივართ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიხსენა.

„გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, ეს არის დიდი გამარჯვება, რომელიც ოპოზიციურმა ფლანგმა საბოლოო გამარჯვებამდე მოიპოვა საქართველოში. ის 800 ათასზე მეტი ხმა, რომელიც ჩვენ ავიღეთ, ეს არ იყო შემთხვევით ასაღები,“ – აღნიშნა ვაშაძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2019 15:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics