ოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში 10 მარტს რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 29 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ირაკლი კვარაცხელიას პარაკლისი სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გადაუხადეს. ოჯახს სამძიმარი ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.

ირაკლი კვარაცხელია ხურჩა-ნაბაკევის გამყოფ ხაზთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 10 მარტს დააკავეს. 11 მარტს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კვარაცხელიამ საკანში თავი მოიკლა. 13 მარტს, მას შემდეგ რაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები სოხუმში შეხვდნენ, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ენგურის ხიდზე ქართულ მხარეს გადასცეს.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. მანამდე კი, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა განაცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა სოხუმში ჩაუტარდა და სხეულზე არ იყო ძალადობის კვალი. აფხაზური მხარის ამ დასკვნებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ ირაკლი კვარაცხელია თავს არ მოიკლავდა და მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

banner
წინა სტატიაშიპასუხისმგებლობა ეკისრება იმ მთავრობას, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა მდგომარეობამდე, რომ პატივს არ სცემენ მეგობრები და არ ეშინიათ მტრებს
შემდეგი სტატიაგორში „ალტაოქეის“ მაღაზია გაქურდეს