“იბერიის” მაუწყებლობის აღდგენა დგას ისევ დღის წესრიგში – “ომეგა ჯგუფის” გენერალური მენეჯერი

„ტელეკომპანია იბერიის მაუწყებლობის აღდგენა დგას ისევ დღის წესრიგში,“ – ეს განცხადება ომეგა ჯგუფის გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა, გააკეთა.

ომეგას თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ გვიან ღამით კომპანიას აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის აღადგენს მაუწყებლობას ტელეკომპანია იბერია, რომელიც სწორედ ომეგას ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა

„მოვახდინეთ 2 მილიონის მობილიზება, რომ გადაგვეხადა ბიუჯეტში იმ არსებული დავალიანების ნაწილობრივ დასაფარად. ველოდებით ფინანსთა სამინისტროსგან უკვე გარკვეულ პასუხს, წელიწადნახევარია რასაც ველოდებით რესტრუქტურიზაციის შესახებ. ტელეკომპანია იბერიის მაუწყებლობის აღდგენა დგას ისევ დღის წესრიგში. ტელეკომპანიის საბოლოო დახურვა არ განიხილება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას დასჭირდება გარკვეული დრო,“ – განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიGoogle-მა ორი წლის მანძილზე სექსუალური შევიწროვების გამო 48 თანამშრომელი დაითხოვა
შემდეგი სტატიაჯამალ ჰაშოგის საცოლემ უარი თქვა ტრამპთან შეხვედრაზე