გივი თარგამაძე: ვლადიმერ, ვის ებრძოდი 2009 წლიდან?

vladimer_6დეპუტატი გივი თარგამაძე კორცხელის ინციდენტის მონაწილე ვლადიმერ გეგეშიძეს მიმართავს.

“ყველაფერს აქვს საზღვარი, მართლადამართლა. ვლადიმერ, ვის ებრძოდი 2009 წლიდან? არ გახსოვს, 2012-ს ზაფხულში, ოლიმპიადიდან დაბრუნებული, მსაჯების მიერ მართლა დაჩაგრული, მეოთხე ადგილზე გასული, ჩვენს საერთო მეგობართან ერთად ჩემთან რომ ამოხვედი, წყნეთში, სადაც სახლს ვქირაობდი? განა მაშინ ყველამ არ დაგიდასტურა, რომ უსამართლოდ წაგაგებინეს? განა მაშინ ყველა არ დაგეხმარა, მათ შორის ფინანსურად? ოლიმპიური კომიტეტიცა და ფედერაციაც? განა მაშინ ჩემთან საბრძოლველად მოხვედი? მიდი და ეგ უთხარი ჩვენს საერთო მეგობარს. ოღონდ თვალებში ჩახედე და ისე! მე პატივს ვცემ ამ ადამიანების მამას, მის ღირსებას და ძალზე ვწუხვარ, რომ მას შვილების გამო უწევს ნერვიულობა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერს აქვს საზღვარი და ზღაპარი 2009 წლიდან “ნაციონალურ რეჟიმთან ბრძოლაზე” ამ საზღვრებს სცილდება. ვლადიმერ, შენ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ფიზიკურად შეეხე უსამართლოდ, ფინანსური ანაზღაურების გამო, მაგრამ ამაზე კიდევ უფრო ამაზრზენი ეს თავის სამართლებელი ტყუილებია”, – წერს  გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში.

https://youtu.be/tosySv0KTO8

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანების იდეა გააკრიტიკა
შემდეგი სტატიამექსიკელმა მასწავლებლებმა 15 პოლიციელი დაჭრეს და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს