მექსიკელმა მასწავლებლებმა 15 პოლიციელი დაჭრეს და მანქანას ცეცხლი წაუკიდეს

aqciaმექსიკაში, პედაგოგების დემონსტრაციის დაშლისას, 15 სამართალდამცავი დაშავდა – Noticias MVS ავრცელებს.
განათლების სფეროს მუშაკები პედაგოგთა ატესტაციაში ჩაჭრას აპროტესტებდნენ. მათ ტრასის გადაკეტვა სცადეს, რომელიც ჩიაპსას შტატის დედაქალაქისკენ მიდის. პოლიციამ მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ათობით პროტესტანტი დაკავებულია, დამწვარია მუნიციპალური პოლიციის მანქანა.
როგორც პროვინციის გუბერნატორმა მანუელ ველასკომ განაცხადა, “სამართალდამცავებმა დღეს მასწავლებელბის ყველა შეტევა მოიგერიეს”.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: ვლადიმერ, ვის ებრძოდი 2009 წლიდან?
შემდეგი სტატიაიუნესკოში პირფერობის გამო თურქეთის ელჩი გადადგა