გიულენთან ინტერვიუს გამო აზერბაიჯანულ არხს მაუწყებლობა შეუჩერეს

azerაზერბაიჯანის ტელემაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეარხ ANS-ს მაუწყებლობა შეუჩერდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის მთავრობამ არხის მოქმედება შეაფასა, როგორც თურქი ხალხისადმი და სახელმწიფოსადმი ჩადენილი დანაშაული. საქმე ეხება თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ექვმიტანილ ფათულაჰ გიულენის ინტერვიუს, რომელიც გადაიცა არხის ეთერში. ტელემაუწყებლობის ეროვნული საბჭო აღნიშნავს, რომ ANS-ს რეპორტაჟში თურქეთში მიმდინარე მოვლენები განიხილებოდა როგორც “ხელისუფლების მიერ ორგანიზებული შოუ”. აზერბაიჯანის მთავრობა და ტელემაუწყებლობის ეროვნული საბჭო პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, რომელმაც შესაძლოა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა დააზარალოს, არხის მაუწყებლობას დროებით აჩერებს.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანი გადაიქცევა სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკად
შემდეგი სტატიაგერმანიის მატარებელში 17 წლის ავღანელმა 25 ადამიანი დაჭრა