აზერბაიჯანი გადაიქცევა სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკად

აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავს

აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავსპრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა პროექტი „კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატატების შესახებ“. საუბარია პრეზიდენტის ისედაც ფართო უფლებამოსილების გაფართოებაზე. ასე მაგალითად, დოკუმენტი ითვალისწინებს პირველი ვიცე-პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენის პოსტების შემოღებას, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფელებს თავად პრეზიდენტი. პროექტის თანახმად, თუ პრეზიდენტს არ ძალუძს სახელმწიფო მეთაურის როლის შესრულება, მისი უფლებამოსილება გადადის პირველ ვიცე-პრეზიდენტზე. არსებული კონსტუტუციის თანახმად, ანალოგიურ შემთხვევაში უფლებამოსილება გადადის პრემიერ-მინისტრზე, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი.
პროექტის მიხედვით, პრეზიდეტის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდეა გაზრდილი. მას,აგრეთვე, ენიჭება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის უფლება და ეზრდება უფლებამოსილება პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით ვერდიქტს გამოიტანს, პროექტი გატანილი იქნება რეფერენდუმზე.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაგიულენთან ინტერვიუს გამო აზერბაიჯანულ არხს მაუწყებლობა შეუჩერეს