გიორგი ტუღუში : ჩხუბი მარნეულში ქართული ოცნების მხარდამჭერებმა დაიწყეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ჩხუბი მარნეულში ქართული ოცნების მხარდაამჭერებმა დაიწყეს.

განცხადება რამდენიმე წუთის წინ გიორგი ტუღუშმა გააკეთა. ის ამბობს, რომ დროულად უნდა მოხდეს საქმის გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა.

“პოლიციამ ვერ მოახერხა ამ დარბევის პრევენცია. გვქონდა ინფორმაცია, რომ პოლიციის ნაწილმა დატოვა უბანი. ქართული ოცნება აგებს არჩევნებს. ძალადობა, რომელიც ვიხილეთ მარნეულში, ამის დასტურია. ისინი გრძნობენ და იციან, რომ აგებენ არჩევნებს. ქართული ოცნების წევრის, ბატონი ნავარიანის, ვიზიტები უბნებზე ემუქრებოდა ხალხს, რომ დაკეტავდა უბნებს და არ მიცემდა მათ ხმის მიცემის უფლებას,”- აცხადებს ტუღუში.

აქვე გიორგი ტუღუშმა გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ესაუბრა შს სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც, როგორც ტუღუში ამბობს, მას ვითარების განმუხტვას დაჰპირდნენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : სათანადოდ დაისჯება ყველა, ვინც ცდილობს, ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს
შემდეგი სტატიახელისუფლება ასეთ ქმედებებს მიმართავს მაშინ, როცა არჩევნებს აგებს – დავით ჯანდიერი მარნეულში მიმდინარე მოვლენებზე