ხელისუფლება ასეთ ქმედებებს მიმართავს მაშინ, როცა არჩევნებს აგებს – დავით ჯანდიერი მარნეულში მიმდინარე მოვლენებზე

მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები ისროდნენ უბნის მიმართულებით ქვებს და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ინციდენტში მონაწილეები შეიარაღებულნი იყვნენ ხელკეტებით.

მიმდინარე მოვლენაზე ბრიფინგი გაიმართა პარტია „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში:

„ერთი რამ არის ცხადი, მთელი ის დარღვევები, რომლებიც ხორციელდება ადასტურებს ერთ რამეს. ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მსზე ნაკისრი ვალდებულება უზრუნველეყო არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარება. ამის დასტური არის ის საზარაელი კადრები, რომლებსაც მარნეულიდან ვღებულობთ. ხელისუფლებას რომ არ ჰქონოდა სურვილი გაეყალბებინა ეს არჩევნები, ვერავინ ვერ გაბედავდა მსგავს ქმედებებს. ჩვეი დამკვირვებლები მთელი დღის განმავლობაში აფიქსირებდნენ დარღვევებს, მარნეულში, რეალური ამომრჩეველი როდესაც მიდიოდა უბანზე, მას უკვე ხვდებოდა მის მაგივრად განხორციელებული ხელმოწერა. ხელისუფლება ასეთ პროვოკაციებს იწყებს მაშინ, როდესაც ის აგებს არჩევნებს, მომხდარი დაპირისპირება ადასტურებს იმას, რომ რეალურად ადგილი აქვს გაყალბების მცდელობას“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ტუღუში : ჩხუბი მარნეულში ქართული ოცნების მხარდამჭერებმა დაიწყეს
შემდეგი სტატიამარნეულში დაპირისპირების შედეგად პოლიციელი დაშავდა