მარნეულში განვითარებული მოვლენები უკვე შეაფასეს ქართულ ოცნებაში. სპეციალური შეფასება პარტიაში ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელმაც აღნიშნულ ვითარებას “პროვოკაცია” უწოდა და მომხდარში ნაციონალური მოძრაობის წევრები დაადანაშაულა.
„ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ნაცმოძრაობის წარომადგენლები, როგორც ჩვენს აქტივისტებს ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ჩვენ ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად ყველა იმ ადამიანს, რომლიც ცდილობს, რომ ხელოვნურად შეიტანოს არეულობა საარჩევნო პროცესში, ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესს, არ გაბედონ ასეთი რამის გაკეთება. ჩვენ ბოლომდე თვალს მივადევნებთ ამ პროცესს და ვუზრუნველყობთ იმას, რომ სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, ჩრდილის მიყენებას საარჩევნო პროცესებისთვის და სამართალდარღვევის ჩადენას. ვთხოვთ სამართალდამცველებს, რომ უზრუნველყონ სიტუაციის განმუხტვა,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.