გიორგი ტიგინაშვილი: მას არაერთგზის შეუცვალეს ეპარქია გარყვნილებაში მხილებისა და ფინანსური მახინაციების გამო

“ცურტაველი (ტიტულარული) “მიტროპოლიტი” ვახტანგი – ერისკაცობაში – შამილ/ბადრი რუბენის ძე ახვლედიანი.
ეპისკოპოსად ეკურთხა – 02. 08. 1982 წელს და რამდენიმე წელში, არც მეტი – არც ნაკლები, ეპისკოპოსობაში ცოლი შეირთო და ორი შვილი შეეძინა! მან ფეხქვეშ გათელა და დაარღვია არაერთი კანონი და შესაბამისად უპირობოდ განსაკვეთია მღვდელმთავრობიდან საეკლესიო კანონიკის მიხედვით, კერძოდ:

მოციქულთა -25
ბასილი დიდის -19,32
კართაგენის კრების -27
I მსოფლიო კრების -9
VI მსოფლიო კრების -3,4,6,12,13,48
ნეოკესარიის კრების -1
თეოფილე ალ. მოსახს. -8
ანკვირიის კრების -19
IV მსოფლიო კრების -16

ამდენად, სირცხვილია, როცა ასეთი ამორალური მდგომარეობის ადამიანი იმყოფება წმინდა სინოდის წევრად, მოქმედი მღვდელმთავრის პატივში და დღენიადაგ პათეთიკური, ცრუ და ფარისევლური რიტორიკით “გვმოძღვრავს” საჭირბოროტო საკითხებზე. ამასთან, მას არაერთგზის შეუცვალეს ეპარქია გარყვნილებაში მხილებისა და ფინანსური მახინაციების გამო”, – წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც 150 000 სოციალურ ქულაზე დაბალი აქვთ, სახელმწიფომ შემოდგომის სემესტრი სრულად დაუფინანსა
შემდეგი სტატიასაპატრიარქომ სინოდის განჩინება გამოაქვეყნა