შალვა პაპუაშვილი – ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, რომელთაც 150 000 სოციალურ ქულაზე დაბალი აქვთ, სახელმწიფომ შემოდგომის სემესტრი სრულად დაუფინანსა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის თემას სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი წარმოადგენდა.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რას აკეთებს სახელმწიფო ამ სტუდენტებთან მიმართებით. გავაცანით სტატისტიკა და ის, რაც განხორციელდა სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ, სახელმწიფომ მიმდინარე სემესტრი იმ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ 150 000 სოციალურ ქულაზე ნაკლები, სრულად დაუფინანსა. ასეთი არის 15 000 სტუდენტი, რისთვისაც 16 მლნ ლარი დაიხარჯა. წელიწადში სტუდენტებზე გრანტისა და პროგრამული დაფინანსების სახით 100 მლნ-ზე მეტი იხარჯება ბიუჯეტიდან. ამ სემესტრისთვის 16 მლნ დაემატა კიდევ ამ თანხას ანუ 16 %-ით გაიზარდა ეს დაფინანსება.
თუ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა სტატისტიკას შევხედავთ, რომელიც განათლების სამინისტროდან გამოვითხოვეთ და შევისწავლეთ, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეჩერების ტენდენციებში არ არის დიდი სხვაობა სხვა წლებთან შედარებით. ეს იმის დამსახურებაა, რომ სახელმწიფომ პრევენციულად 150 000 სოციალურ ქულამდე სტუდენტებს 2020 წლის შემოდგომის სემესტრი დაუფინანსა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშითურნავა – თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
შემდეგი სტატიაგიორგი ტიგინაშვილი: მას არაერთგზის შეუცვალეს ეპარქია გარყვნილებაში მხილებისა და ფინანსური მახინაციების გამო