გიორგი შენგელაიას ვარსკვლავი ივანიშვილმა გახსნა

ბიზინაკინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ცნობილი ქართველი კინორეჟისორის გიორგი შენგელაიას სახელობის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.
ვარსკვლავის გახსნა სიმბოლურად რეჟისორის დაბადების დღეს მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზება საქართველოს კულტურის პალატამ და თბილისის მერიამ გაუწიეს.

გიორგი  შენგელაიას ვარსკვლავი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.
გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიასა და მსახიობ ნატო ვაჩნაძის ოჯახში დაიბადა. მისი ძმა ცნობილი რეჟისორი ელდარ შენგელაიაა. გიორგი შენგელაიამ დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი რეჟისორის სპეციალობით (1961, ალექსანდრ დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის კლასი), დიპლომი 1963 წელს დაიცვა.
1961 წლიდან შენგელაია კინოსტუდია „ქართული ფილმში“ რეჟისორად მუშაობდა. მიჰყავდა რეჟისორთა კლასი იმჟამინდელ თეატრალურ ინსტიტუტში.
1974 წელს გიორგი შენგელაია ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისთვის „ფიროსმანი“ „ოქროს ჰიუგოთი“ დაჯილდოვდა. 1986 წელს ქართველმა რეჟისორმა საუკეთესო რეჟისურისთვის ბერლინის 36-ე კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვი“ მიიღო (ფილმისთვის „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“).

1991-1992 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს წევრი. 2001 წელს შექმნა ორგანიზაცია „ვაზის პარტია“. გიორგი შენგელაიას მეუღლე იყო სოფიკო ჭიაურელი. ამ ქორწინებაში ჰყავს ორი ვაჟი — ნიკოლოზი — მხატვარი და ალექსანდრე — მსახიობი.
გიორგი შენგელაია ავტორია ფილმების „ალავერდობა“, „ვერის უბნის მელოდები“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „ხარება და გოგია“, „ორფეოსის სიკვდილი“, „სიყვარული ვენახში“. გადაღებულია ფილმებში: „ჩვენი ეზო“, „ოთარაანთ ქვრივი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და სხვა.

banner
წინა სტატიაშიესპანელებმა მოითხოვეს აკრძალონ ოპერა ცოცხალი კამეჩის მონაწილეობით
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა თურქეთთან უვიზო რეჟიმზე მუშაობა შეაჩერა