ესპანელებმა მოითხოვეს აკრძალონ ოპერა ცოცხალი კამეჩის მონაწილეობით

44 ათასზე მეტმა მაყურებელმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას, რომ მადრიდის სამეფო თეატრში აიკრძალოს ოპერა, სადაც ცოცხალი კამეჩი მონაწილეობს, ან ის მულიაჟით შეცვალონ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, “მოსე და აარონი” 24 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით იქნება ნაჩვენები.
“კამეჩი ძლიერი შუქის ქვეშ დგას, ის სტრესს განიცდის ძლიერი ხმაურის და ირგვლივ მუდმივი მოძრაობის გამო არა მხოლოდ ის 15 წუთი, როცა სცენაზე დგას, არამედ მთელი სპექტაკლის მანძილზე” – წერია პეტიციაში, რომელიც ესპანეთის კულტურის მინისტრისა და მადრიდის მერისადმი არის მიწერილი.
ოპერის პარიზულმა ჩვენებებმაც, რომელიც 2015 წლის შემოდგომით გაიმართა, ასევე პროტესტის ტალღა გამოიწვია.

‘მოსე და აარონი” გერმანელი კომპოზტორის არნოლდ შენბერგის სამმოქმედებიანი ნაწარმოებია. 1932 წელს შენბერგმა ოპერა დაუსრულებელი, ორმოქმედებიანი დატოვა, რომელიც 2010 წელს უნგრელმა კომპოზიტორმა ზოლტან კოშიჩმა დაასრულა შენბერგის მემკვიდრეების ნებართვით. დადგმის რეჟისორი, სადაც ცოცხალი კამეჩია გამოყენებული, იტალიელი რომეო კასტელუჩია.

banner
წინა სტატიაშიკუშანაშვილი უფულობის გამო უკრაინაში შეშვებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი შენგელაიას ვარსკვლავი ივანიშვილმა გახსნა