ევროპარლამენტმა თურქეთის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის ნებართვაზე მუშაობა შეაჩერა.
“ევროპარლამენტის ხელმძღვანელმა მარტინ შულცმა მიიღო გაადწყვეტილება თურქეთისათვის უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მუშაობის შეჩერების შესახებ, რადგანაც თურქეთს დღემდე საჭირო ყველა კრიტერიუმი არ შეუსრულებია” – განაცხადა დეპუტატმა ჯუდიტ სერგენტინმა, რომელმაც დაამატა, რომ თურქეთმა უვიზო რეჟიმის მისაღებად გაერთიანების 72 პირობა უნდა შეასრულოს.