საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების დაფინანსების მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს – „საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო/სხვა ხარჯით ხელშეწყობა“. კონკურსის მიზანია ქართული საბავშვო მუსიკის შექმნის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; საბავშვო მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; ბავშვთა შემოქმედებით პროცესში მონაწილეობის გააქტიურება, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ქართული მუსიკალური, თეატრალური და ქორეოგრაფიული სამყაროსათვის პროფესიული კადრების მომზადება. წლევანდელი კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტია 100 000 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (ნებისმიერ მოქმედ თეატრს ან ორგანიზაციას, რომელიც ეწევა საბავშვო მუსიკალურ/საბალეტო/თეატრალურ საქმიანობას. საკონკურსოდ მიიღება პროექტები საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების/მიუზიკლების სადადგმო და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად (გარდა უცხოეთში გასტროლისა). შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომელშიც გამოყენებულია ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკა; რომლისთვისაც საგანგებოდ შეიქმნა მუსიკა ქართველი კომპოზიტორის მიერ; რომელსაც აქვს თანადაფინანსება.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 12 მარტიდან 2024 წლის 21 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2 022229 ან 599 02 01 98, სამუშაო საათების განმავლობაში.

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 3 აპრილისა.

ინფორმაციისთვის: კონკურსის – „საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო/ სხვა ხარჯით ხელშეწყობა” – ფარგლებში 2022 და 2023 წელს ცხრა-ცხრა საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა სამ-სამი პროექტი. კონკურსის ბიუჯეტი ორივე წელს იყო 100 000 ლარი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/tw0d1Cf2

banner
წინა სტატიაშიდოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
შემდეგი სტატიათბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფებს ჩამოიყვანენ