გიორგი მარგველაშვილი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებში მონაწილეობს, მშვიდობის ფორუმის გახსნის ცერემონაას დაესწრო.

მშვიდობის ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება და მან პირადად გახსნა აღნიშნული ღონისძიება, რომელსაც 100-მდე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ესწრებოდა.

მსოფლიო ლიდერები მშვიდობის ფორუმზე ხუთი ძირითადი თემატიკის გარშემო სამსჯელოდ შეიკრიბნენ, ისინი განიხილავენ: მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან, გარემოს დაცვასთან, განვითარებასთან, ციფრულ და ახალ ტექნოლოგიებთან, ასევე ინკლუზიურ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ დაიწყო ზუსტად – იური მეჩითოვი აგვისტოს ომზე
შემდეგი სტატიადედაქალაქის მედეგობის საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა