საქართველომ დაიწყო ზუსტად – იური მეჩითოვი აგვისტოს ომზე

„ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი, 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ აცხადებს, რომ აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს საქართველოს რუსეთი არ უპირისპირდებოდა:

„აფხაზეთის ომის დროს საბჭოთა კავშირი იყო დაშლილი და რუსეთი კიდევ დაშლილი და გაუბედურებული და იქ ვინ, რას აკეთებდა, რომელი შენაერთი ვის ებრძოდა არავინ იცოდა. ვისაც დაიქირავებდი ის იქნებოდი. დაგვექირავებინა ჩვენ რუსები, ისინი ჩვენს მხარეს იქნებოდნენ. იყო, მაგრამ რუსეთის არა სახელმწიფოს სახით, არამედ დაშლილი, დაქუცმაცებული რაღაც სამხედრო ურთიერთობებით, რომელიც უკვე მუშაობდნენ, როგორც ბანდები. ისინი იყვნენ აფხაზების მხარეს,“ – განაცხადა მეჩითოვმა რუსთავი2-თან სატელეფონო საუბრისას.

banner
წინა სტატიაშილევან იზორიამ აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდალს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო