გიორგი მარგველაშვილი: 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დაისვას

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 2012 წლიდან ჩატარებულ არჩევნებზე მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა აუცილებელია ამ ტენდენციის გაღრმავება. პრეზიდენტი აღნიშნავს, უდავოა რომ, არჩევნების ლეგიტიმურობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით არ დაისვას კითხვები როგორც მონაწილე სუბიექტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დამკვირვებლების მხრიდან. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი ჩვენ გვეყოლება მოგებული მხოლოდ პოლიტიკური ელიტა, თუმცა მთლიანად სახელმწიფო და საზოგადოება ვერ იქნება გამარჯვებული.

“ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იმ ევროპული სტანდარტის დამკვიდრებისთვის, რაც პოლიტიკური ოპონენტების მიერ ერთმანეთის აღიარებაში მდგომარეობს. პოლიტიკური კულტურა ოპონენტს განიხილავს მოწინააღმდეგედ, და არა მტრად. სტაბილური საარჩევნო გარემოს დამკვიდრება გულისხმობს არა მხოლოდ წინასაარჩევნო პროცესის და კენჭისყრის დღეს, არამედ თავად არჩევნების ჩატარების წესებზე მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების მაქსიმალურ კონსენსუსს.“-განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკი – მთავარი ბიზნეს რეკეტი
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: “გაზპრომი” არ არის მხოლოდ ენერგეტიკა