თიბისი ბანკი – მთავარი ბიზნეს რეკეტი

bankiლეიბორისტული პარტია აგრძელებს აქციების სერიას ყაჩაღი ბანკირების წინააღმდეგ.
დღეს, გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა თიბისი ბანკის სათაო ოფისთან.
როგორც ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა თიბისი ბანკის მეპატრონე ბატონი ხაზარაძე საქართველოში არის მთავარი ბიზნეს-რეკეტიორი, რომელმაც ხელისუფლების ხელშეწყობითა და მფარველობით წლების მანძილზე ყაჩაღური პროცენტებით გააკოტრა ასეულობით მცირე და საშუალო ბიზნესი და ხელში ჩაიგდო მათი ქონება. ამის ნათელი მაგალითია თიბისი ბანკის სათაო ოფისის (ყოფილი უნივერმაღის) შენობა, რომელიც უკანონოდ ჩაიგდო ხელში. 800 თანამშრომელი კი გამოყარა სამსახურიდან და დატოვა უმუშევარი. ასევე, უკანონო მეთოდებით ამ ბანკსა და მის მესვეურებს ხელში აქვთ ჩაგდებული ათასობით ჩვენი თანამოქალაქის ქონება.
“შემოდგომაზე ჩვენ აუცილებლად შევცლით ოლიგარქთა ხელისუფლებას და ყაჩაღ ბანკირებს დავაბრუნებინებთ უკანონოდ ნაძარცვ ასეულობით მილიონს, რომელიც მოხმარდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ასევე, დავაბრუნებინებთ წართმეულ ქონებას დაზარალებული მოქალაქეებისთვის”. – განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაში“რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა დასავლეთთან”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა დაისვას