გიორგი ღიბრაძე- დღეიდან 2022 წლის 1 იანვრამდე აცრილი მოქალაქეები შესაბამის წახალისებას მიიღებენ

დღეიდან 2022 წლის 1 იანვრამდე აცრილი მოქალაქეები შესაბამის წახალისებას მიიღებენ- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ღიბრაძემ განმარტა, რომ წახალისება მხოლოდ პირველი დოზით აცრის შემთხვევაზე ვრცელდება.

„წამახალისებელი კამპანია დღეიდან იწყება და გულისხმობს იმას, რომ 60 წელს ზემოთ, ანუ საპენსიო ასაკის მოქალაქეები, რომლებიც აიცრებიან, მიიღებენ შესაბამის წახალისებას. საუბარია დღეიდან 2022 წლის 1 იანვრამდე აცრილ პირებზე. ეს ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი იცრება პირველად. მეორე დოზაზე აცრის შემთხვევაში წახალისება არ ვრცელდება“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღიბრაძე – ე.წ. მწვანე საშვი გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს ტესტირებას და აცრას, ასევე იუსტიციის სახლში, გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური აპლიკაცია
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია ცუდად გახდა