გიორგი გახარია თრუსოს ხეობაში დაკავებულებზე – ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია

ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია, – ასე აფასებს საოკუპაციო ძალების მიერ თრუსოს ხეობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას შს მინისტრი გიორგი გახარია. მინისტრი იმედოვნებს, რომ დღეს მათ გაათავისუფლებენ.

„ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ვიმუშავეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდებიან. მათი ჯანმრთელობა წესრიგშია და ველოდებით, რომ დღეს მათ გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

თრუსოს ხეობაში მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2 დღის წინ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანულ მხარესთან ერთად ვგეგმავთ, ირანიდან ჰეროინის ტრაფიკს ​ერთობლივად ვებრძოლოთ
შემდეგი სტატიასაგანგებო სიტუაციების სამსახური ხაშურში ტყის ხანძრის ეპიცენტრიდან დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს