საგანგებო სიტუაციების სამსახური ხაშურში ტყის ხანძრის ეპიცენტრიდან დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხაშურში, სოფელ ცედანის ტერიტორიაზე, ტყეში გაჩენილი ხანძრის ეპიცენტრიდან დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცოტა ხნის წინ დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება მოახდინა. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება ცეცხლის ლოკალიზების პროცესში ვერტმფრენის ჩართვის თაობაზე.

ადგილზე ამ დროისთვის 220 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

 

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია თრუსოს ხეობაში დაკავებულებზე – ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია
შემდეგი სტატიაიო­სიფ კობ­ზო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა