გიორგი გახარია “იმედს” და “რუსთავი 2”-ს დავალიანების გადახდას სთხოვს

გიორგი გახარია “იმედს” და “რუსთავი 2”-ს დავალიანების გადახდას სთხოვს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, თამაშის წესები ყველა მედიისთვის საერთო უნდა იყოს მათი მფლობელებისა თუ ორიენტაციის მიუხედავად.

“არასწორია როდესაც არათანაბარი პრინციპების გამოყენება ხდება სხვადასხვა სახის ბიზნესების წარმომადგენლებთან. ვერ მანახებთ ვერცერთ მედია საშუალებას, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ მედია – ყველა არის სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანებების და კონგლომერატების ნაწილი და მათი ინტერესები ისე არის გადანაწილებული, რომ ბევრ შემთხვევაში ფარად იფარებენ მედია საშუალებას, იმისთვის რომ სხვა ძირითადი ბიზნესები, სადაც ძირითად კომერციულ საქმიანობას, აწარმოებენ დაიცვან ელემენტარულად ბიუჯეტში გადასახადების გადახდისგან. ეს არის დასასრულებელი და დასამთავრებელი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ხშირად მედიაზე თავდასხმას უწოდებენ სახელმწიფოს მოთხოვნას გადასახადების გადახდაზე და ეს უნდა დასრულდეს.

,,უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებამ გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიოს ასეთ პრინციპულ საკითხებზე – არ აქვს მნიშვნელობა რომელ ტელევიზიას, ოპოზიციურ თუ არაოპოზიციურს ეუბნები, რომ თქვენ გაქვთ 25 მილიონი ვალი და უნდა გადაიხადოთ და ეს იწვევს პოლიტიკურ ვნებათა ღელვებს – ვიღაცას გონია, რომ აქ მედიაზე თავდასხმა მიმდინარეობს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ – განსაკუთრებით დღეს, როდესაც გადაუხდელი 25 მილიონით და კიდევ რაღაცა თანხებით ახალი ტელევიზიები იხსნება. როდესაც ერთი ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც არა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე აქვს ასობით მილიონი ვალი, არამედ, როგორც ვიცი, სხვა კომერციული და საბანკო სტრუქტურების წინაშეც აქვს უამრავი ვალი დაგროვილი – დღეს ამ ყველაფრის – მოპარული ფულის გასაპრავებლად ქმნის ახალ მედია საშუალებას. რა თქმა უნდა უნდა, ვიცოდეთ, რომ ესეთი მედია საშუალებები, აპრიორულად ვერ იქნებიან ობიექტურები – მათ უკვე აქვთ სუბიექტური ინტერესი რომელიც მიმართულია სხვადასხვა პოლიტიკური და როგორც ჩანს, უკვე კომერციული და ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაში„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები ბიუროს ხვალ წარედგინება
შემდეგი სტატია„სირცხვილიას“ აქტივისტები ემზარ კვიციანს უჩივიან