„სირცხვილიას“ აქტივისტები ემზარ კვიციანს უჩივიან

„სირცხვილიას“ აქტივისტები დეპუტატ ემზარ კვიციანს უჩივიან. საქმე ეხება პარლამენტთან მომხდარ დაპირისპირებას. კერძოდ, გუშინ, 8 სექტემბერს, „სირცხვილიას“ ორგანიზატორებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოხდა.

პარლამენტის შენობიდან გამოსულ კვიციანს აქტივისტებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს, მან კი აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. კვიციანი ინციდენტის ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანისა და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტების მონაწილეობით ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. მათი ნაწილი პოლიციამ უკვე გამოკითხა. დღეს, 9 სექტემბერს, კიდევ 7 ადამიანის დაკითხვა იგეგემება.

„არავისთვის არ დამირტყამს, მაჩვენეთ კადრები. მე ემოციები მქონდა. ჩემგან ვჯიკაობდი ხალხს. თქვენ ხართ მოღალატეები და უცხო ქვეყნებისგან დაფინანსებული ჟურნალისტები. არ მაინტერესებს თქვენი კითხვები. პროვოკატორები ხართ“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა ჟურნალისტებთან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია “იმედს” და “რუსთავი 2”-ს დავალიანების გადახდას სთხოვს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე ლინას ლინკევიჩუსს ​ხვდება