გიგა ბოკერია : მთელი რესურსი უნდა დაიხარჯოს აშშ-ს ახალ პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებაზე

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

საქართველოს ამოცანაა ახალ პრეზიდენტთან მის ადმინისტრაციასთან ძალიან სწრაფად დაამყაროს კონტაქტები- აცხადებს “ენმ”-ს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დახარჯოს მთელი თავისი რესურსი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველო იყოს რაც შეიძლება მაღლა. ეს არ იქნება მარტივი, ისედაც პრობლემები გვქონდა ამ მიმართულებით ჩვენი მთავრობის არაკომპეტენტურობის გამო. საქართველოს უფრო ბევრად რთული მომენტები ჰქონია ისტორიაში, ამიტომ მოთქმას, შავბნელ პროგნოზებს არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის. პირიქით, მთელი რესურსი უნდა დაიხარჯოს ახალ პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიმარინ ლე პენმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა
შემდეგი სტატიარესპუბლიკელებმა კონგრესზე კონტროლი შეინარჩუნეს