რესპუბლიკელებმა კონგრესზე კონტროლი შეინარჩუნეს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკელებმა აშშ-ს კონგრესზე კონტროლი შეინარჩუნეს.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ “ასოშეითედ პრესის” მონაცემებით, რესპუბლიკელებმა კონგრესში უკვე მიიღეს 435-დან 218 ხმა. იმას, რომ რესპუბლიკელებმა კონგრესზე კონტროლი შეიანრჩუნეს, წერს “როიტერიც”.
არჩევნებამდე რესპუბლიკელებს კონგრესში 247 ადგილი ჰქონდათ, რაც მათი ისტორიული მაქსიმუმი იყო. “ასოშეითედ პრესის” ვარაუდით, პარტია ადგილების გარკვეულ ოდენობას დაკარგავს, თუმცა, უმრავლესობას მაინც მიიღებს.
ამასთანავე, ჯერეჯრობით უცნობია, ვინ გააკონტროლებს აშშ-ს სენატს. თუმცა, დიდი ვარაუდით, აშშ-ს პარლამენტის უმაღლესი პალატის კონტროლსაც რესპუბლიკელები შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია : მთელი რესურსი უნდა დაიხარჯოს აშშ-ს ახალ პრეზიდენტთან კონტაქტის დამყარებაზე
შემდეგი სტატიააშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა