გია ხარჩილავა: გამოუცხადეთ ბოიკოტი სახელისუფლებო კანდიდატს

ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი წალენჯიხაში გია ხარჩილავა ხელისუფლებას ოპოზიციონერების დაშინებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ჭალე-მუჟავას ოლქში ყველა ოპოზიციონერმა კანდიდატმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. ხარჩილავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ და ხალხმა ამაზე სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ.
– ოპოზიცია მოვუწოდებთ ამ სოფლების მოსახლეობას, მივიდნენ არჩევნებზე მაგრამ ბოიკოტი გამოუცხადონ ხელისუფლების კანდიდატს. ამით ჩავარდება ხელისუფლების გეგმა და მათი კანდიდატი პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს. ეს იქნება შეუგუებლობა და ღირსების არჩევანი, – აცხადებს ხარჩილავა.
ის საგანგებოდ მიმართავს ჭალე-მუჟავაში დარჩენილ ერთადერთ კანდიდატს, რომელიც მმართველ პარტიას წარმოადგენს.
-ახლა უბილავამ შეიძლება თქვას რომ ყველაფერი მის ზურგსუკან ხდებოდა და ამის შესახებ არაფერი იცოდა. გაიკითხოს, თუ რა ზეწოლა განხორციელდა მის თანასოფლელებზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მასზეა დამოკიდებულუ”, – აღნიშნავს ოპოზიციონერი.

https://youtu.be/EY5_NqeFeLw

 

 

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე – „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის, რას შვრებით, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს?
შემდეგი სტატიაქართულმა პრემიებმა რუსი მოჭიდავეები ააბუნტა