ქართულმა პრემიებმა რუსი მოჭიდავეები ააბუნტა

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში ძამბოლატ თედეევი ხელისუფლებას უპირისპირდება. მისი ფაქიზი სული იმ პრემიების სიმწირემ შეძრა, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ოლიმპიურ ჩემპიონებს გადასცა.

“ჩვენთან ოლიმპიურ ჩემპიონებმა 56.000 დოლარი ერგოთ. ასეთი მწირი პრემია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსად არ არის. ნახეთ რამდენს უხდიან უზბეკები, აზერბაიჯანელები და ქართველები თავიანთ ჩემპიონებს. ქართული ოლიმპიური პრემია ჩვენსაზე ლამის ექვსჯერ მეტია” – აცხადებს თედეევი.

ის მწვრთნელების ანაზღაურებითაც უკმაყოფილოა.

“უცხოელს თუ მოიწვევენ, თვეში 10.000 დოლარს უხდიან, მაშინ როცა ჩვენი ხელფასი 130.000 რუბლია, რაც 2.000 დოლარიც არაა”, – შფოთავს თედეევი.

ცნობისათვის, ტოკიოს ოლიმპიადაზე თედეევის შეგირდებმა 3 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა: გამოუცხადეთ ბოიკოტი სახელისუფლებო კანდიდატს
შემდეგი სტატიაწულუკიანი: ENKA-ს გასვლა ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალია