მედვედევის ,,იაღლიში,, ტვიტერზე

14339324_642243045935886_1109987427_oრუსეთის პრემიერ დიმიტრი მედვედევს, ტვიტერის საკუთარ გვერდზე დადებული პოსტის გადაკეთება მოუხდა, რადგან მისი შინაარსი რუსეთის ხელისუფლებისათვის შეუფერებლად ჩათვალეს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ყირიმში ჩასულმა პრემიერმა მედვედევმა და პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის ნახევარკუნძულიდან რუსეთის ტერიტორიამდე საზღვაო ხიდის მშენებლობა მოინახულეს… მედვედევმა სწორედ ამ ვიზიტის დროინდელი ფოტოები გამოფინა ტვიტერზე შემდეგი კომენტარით… ,,ყირიმის ხიდი შეაერთებს ნახევარკუნძულს რუსეთთან და ყირიმი საბოლოოდ ჩვენი გახდება,,
CsbGDz0WcAAUux1სწორედ წინადადების მეორე ნაწილში ,,ყირიმი საბოლოოდ ჩვენი გახდება,, იგრძნო უხერხულობა რუსეთის პრემიერმა და საკუთარ ,,ექაუნთში,, კომენტარი გამოცვალა… ,,ყირიმის ხიდი შეაერთებს ნახევარკუნძულს რუსეთის დანარჩენ ნაწილთა,, ასე დააკორექტირა რუსეთის პრემიერმა საკუთარი კომენტარი და რუსეთის მიერ ყირიმის შემოერთებას ეჭვის საბაბი მოუხსნა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის კვალდაკვალ თურქეთში საელჩოს ინგლისიც ხურავს
შემდეგი სტატია(video) ოდესაში თურქი გულშემატკივრები სცემეს