გერმანიის ყოფილი კანცლერი რუსული კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი რუსული კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია „როსნეფტი“ ავრცელებს.

„ნავთობკომპანია „როსნეფტი“ იტყობინება, რომ გერჰარდ შრედერმა და მატიას ვარნიგმა კომპანიის დირექტორთა საბჭოში მათი უფლებამოსილების გაგრძელების შეუძლებლობის თაობაზე განაცხადეს“ , – ნათქვამია „როსნეფტის“ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მანამდე გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტი მზადაა, გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს. მიზეზად მედიაში ასახელებდნენ შრედერის კავშირებს რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტთან“.

banner
წინა სტატიაში„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მოახდინეს
შემდეგი სტატიაბორჯომში, ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა