გერმანიაში წყალდიდობას 42 პირი ემსხვერპლა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

დასავლეთ გერმანიაში გარდაცვლითა დადასტურებული რაოდენობა 42-მდე გაიზარდა, ათობით პირი დაკარგულად ითვლება. დილით დაკარგულთა რაოდენობა 70 იყო. სტიქიური უბედურებისგან განსაკუთრებით ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალის მიწა და რეილენდ-პფალცი დაზარალდა.

ქალაქ აიფელში, სადაც წყლის ძლიერმა ნაკადმა სახლები დაშალა, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ქალაქ ოისკირხენში დაღუპულთა შორის ორი მაშველია. ხელოვნური ტბის ჯებირის გახეთქვის შიშით რაინბახის მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. მაშველებს ასობით სამხედროები ეხმარებიან.

მინიმუმ 200 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მაშველები სტიქიურ უბედურებას “ასწლეულის წყალდიდობას” უწოდებენ.

წყალდიდობაა ბელგიასა და ნიდერლანდებში. წყლის დონემ მოიმატა ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთშიც.

banner
წინა სტატიაშიცნობილი რუსი მომღერალი და მსახიობი პიოტრ მამონოვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მეორე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება