ცნობილი რუსი მომღერალი და მსახიობი პიოტრ მამონოვი გარდაიცვალა

70 წლის ასაკში კორონავირუსის გართულების შედეგად პიორტ მამონოვი, რუსული მუსიკალური სცენისა და კინოეკრანის ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეული ფიგურა გარდაიცვალა.

მამონოვი საკუთარი ჯგუფის “ზვუკი მუ”-ს წლებს “ცხოველურს” უწოდებდა. “ეს გულწრფელად ხდებოდა: ჩვენ ასე ვცხოვრობდით, ასე ვფიქრობდით და ასე ვთვლიდით საჭიროდ. მაშინ ყველაფერი მარტივი იყო. მაშინ უნდა დაგვენგრია” – ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს. “მისი ლირიკული გმირები ალბომებში გაბრაზებულები არიან, უკიდურესად დეპრესიულები და ცხადია, მთვრალები” – ჯგუფის წევრი პაველ ხოტინი იხსენებს.

2015 წელს მამონოვმა ახალი პროექტი “სრულიად ახალი ზვუკი მუ” ჩაუშვა, რომელიც დღემდე მოქმედებდა.
ჯგუფის პირველი შემადგენლობის დაშლისას მამონოვი მთელს საბჭოთა კავშირში ცნობილი შოუმენი იყო, გარდა ამისა, კინოშიც შესრულებული ჰქონდა რამდენიმე როლი. ათობით წლების განმავლობაში ისე იცვლებოდა მამონოვი, რომ ფილმები, რომელშიც ის მონაწილეობდა ავტობიოგრაფიული გეგონება. განსაკუთრებით ფილმი “კუნძული”, სადაც უკვე ღრამდ მორწმუნე და სოფელში მცხოვრები მამონოვი თამაშობს. პაველ ლუნგინის ამ დრამაში მონაწილეობა მას თავდაპირველად არ უნდოდა – ის თავს არ თვლიდა ამ როლის ღირსად.

მამონოვი სოფელში 1990-იან წლებში გადავიდა. მსახიობი ამბობდა, რომ 45 წლის ასაკში კრიზისში იყო და ცხოვრების ინტერესი დაკარგა. მაშინ ის სარწმუნოებამდე მივიდა, რომელიც, მას “კონდახივით მოხვდა”. “რწმენა ეს ყოველთვის ღმერთის წყალობაა, ვერ გაიჭინთები და ვერ ირწმუნებ, ასე არ ხდება”.

banner
წინა სტატიაშიძალადობრივი ჯგუფების ლიდერების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა
შემდეგი სტატიაგერმანიაში წყალდიდობას 42 პირი ემსხვერპლა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს