გერმანიაში ექს-მინისტრს გადაყენების შემდეგ მეცნიერის ხარისხი პლაგიატობის გამო ჩამოართვეს

გერმანიის ოჯახის საქმეთა ექს-მინისტრს ფრანცისკა გიფეის, რომელმაც თანამდებობა დატოვა სამეცნიერო ნაშრომში სხვისი ნაშრომის გამოყენების გამო, დოქტორის წოდება ჩამოართვეს. ბერლინის თავისუფალმა უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ გიფეისთვის სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს მას შემდეგ, რაც “მისი ნაშრომის დამოუკიდებლობის სიცრუეში” დარწმუნდნენ. უნივერსიტეტში აღმოაჩინეს, რომ სხვა ავტორების ნამუშევრებიდან ნაწყვეტები მათი ავტორების მითითებისა და ციტატების აღნიშვნის გარეშე იყო გამოყენებული.
სამეცნიერო ხარისხის დაკარგვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრისთვის, რომელიც ბერლინის მერობისთვის ემზადება, დიდი დარტყმა იყო.

გიფეიმ თქვა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ გააგრძელებს საკუთარი კვლევის დაცვას. “როგორც მანამდე, ახლაც საკუთარ განცხადებას ვადასტურებ, რომ 2009 წელს ნაშრომი ჩემი ცოდნითა და სუფთა სინდისით შევიტანე” – თქვა მან.
გიფეიმ სადოქროტო 2010 წელს დაიცვა. 2019 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ დისერტაციას პლაგიატთან დაკავშირებით ეჭვის გამო ამოწმებენ, თუმცა ხარისხი შეუნარჩუნეს. 2020 წელს თავად გიფრეიმ განაცხადა, რომ უარს ამბობს საკუთარ ხარისხზე.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – როგორც კი ჩვენ ქალაქის „ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, რატომ არ ვგავართ ბარსელონას
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ოპოზიციის მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ეყრდნობა მოდერატორების წინადადებებს, რომელიც ასახული იყო შეთანხმებაში