ჯაფარიძე – ოპოზიციის მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ეყრდნობა მოდერატორების წინადადებებს, რომელიც ასახული იყო შეთანხმებაში

ოპოზიციის მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ეყრდნობა მოდერატორების წინადადებებს, რომელიც ასახული იყო შეთანხმებაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და მათ ვერსიას უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

„როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მიერ მომზადებული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ასახავს შეთანხმების სულისკვეთებას, ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები. ეს ეყრდნობა ასევე ჩვენი მოდერატორების წინადადებებს, რომელიც ასახული იყო შეთანხმებაში. ჩვენ მარტო არ ვიყავით ამ მოლაპარაკებებში „ქართულ ოცნებასთან“, იყვნენ მოდერატორებიც. ჩვენი პროექტი ასახავს ზუსტად იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. დღეს უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“ და ცხადია, მათ ვერსიას უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ოპოზიციის პროექტს დიდი ალბათობით, არ დაუჭერს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგერმანიაში ექს-მინისტრს გადაყენების შემდეგ მეცნიერის ხარისხი პლაგიატობის გამო ჩამოართვეს
შემდეგი სტატიათუ საკითხი დაისვა, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს – სერგეენკო გახარიას მუქარის წერილზე